Tuesday, March 14, 2017

მოვისმინეთ ტრენინგის ყველა მონაწილის პროექტების პრეტენზაცია. ყველა ჩემი კოლეგის პრეტენზაცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. განსაკუთრებით მომეწონა მათემატიკის მასწავლებლის ლალი დოხნაძის პროექტი სახლების გადახურვებზე. ისტორიის მასწავლებლის მედეა ალანიას პროექტი თემაზე-,,ბაგრატ iii".საინტერესო იყო ბიოლოგიის მასწავლებლის ქეთი გაგუას პროექტი- ,,წყალი სიცოცხლეა".
ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩვენს  ტრენერს ქალბატონ მანანას თანადგომისათვის.

Sunday, March 12, 2017

 დღეს ჩვენ პროექტის გეგმაში ჩავსვით პროცედურების საკითხები. შევავსეთ პროექტის გეგმის სხვა გრაფები. ვისწავლეთ თუ როგორ ხდება ალაგ-ალაგ მონიშვნა და მერე ჩასმა საჭირო ადგილას. შევქმენით ახალი საქაღალდე  -პროექტები. დავდეთ გამზადებული მისამართები ბლოგზე. ჩავიწერეთ ახალი ციფრული რესურსის მისამართი-ict.tpdc.ge ბლოგზე.გავეცანით ფასილიტაციისა და მხარდაჭერის დოკუმენტებს. საჭირო დოკუმენტები ჩავაგდეთ  შესაბამის საქაღალდეებში.
ტრენინგი იყო ძალიან მრავლისმომცველი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს  ტრენერს- მანანა  კვინიკაძეს.

Saturday, March 11, 2017

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ პროცედურებზე, მე-6 მოდულში გავეცანით დიფერენციის კითხვარს. ასევე გავეცანით სლაიდს გარდნერის თეორიაზე. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი(ხარაჩო)გავაზიარეთ ჩვენი პროცედურის მასალები.

Sunday, March 5, 2017

გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას,რომელიც დამეხმარება პროცედურების დაწერაში. მე-5 მოდულში გავეცანი დოკუმენტებს, რომელიც  შემდეგში დამეხმარება.
მიზნებზე დაყრდნობით დავწერეთ ინდიკატორები მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად.

Saturday, March 4, 2017

მესამე მოდულში გავეცანით საავტორო უფლებებს.ერთმანეთის ბლოგებზე გავაკეთეთ უკუკავშირი. დავაკოპირეთ საიტების მისამართები და ჩავსვით ტექსტურ ფაილში დრაივზე. ვისწავლეთ სურათების გადმოწერა ინტერნეტიდან და ჩასმა. მერე შევქმენით მოსწავლის ნაშრომი.